სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებებს სამ, მათ შორის "რუსთავი 2"-ის საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დარბაზი

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებებს საქართველის წინააღმდეგ სამ სხვადასხვა საქმეზე:

ტელეკომპანია „რუსთავი 2,“ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ (ყოფილი მფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის "რუსთავი 2"-ის დაბრუნების საქმე);

ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე);

გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

სტრასბურგში გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ადგილობრივი დროით 10 საათზე(თბილისის დროით 12 საათზე).