ერთი ხორვატი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად

თავდასხმის ადგილი ქაბულთან

ხორვატიის თვადაცვის სამინისტროს ცნობით მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ქაბული გარეთ ნატოს სამხედრო კოლონაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ხორვატიის თვადაცვის მინისტრ დამირ კრსტიცევიჩის თანახმად, თავდასხმა 24 ივლისს მოხდა ქაბულის აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე, როდესაც მოტოციკლზე მჯდარი თვითმკვლელი მოიერიშე კოლონაში შემავალ ერთ-ერთ მანქანას შეეჯახა.

ეს არის პირველი ფატალური თავდასხმა ხორვატიის სამხედრო ქვედანაყოფზე, რომელიც ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო მისიის შემადგენლობაში 2003 წლიდან იმყოფება.

2009 წლიდან ნატოს წევრ ხორვატია ავღანეთში ამჯერად 99 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.