ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 26 ივლისს, 13:00 საათზე, საჯარო ფორმატში შეხვდებიან დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს.
ლევან კობერიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს.
“ჩვენი მიზანია პროცესის საჯარო სივრცეში განხილვა მოხდეს. თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალდებულებაა საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანა მოხდეს“, - აღნიშნავს ლევან კობერიძე.