არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეზე: იყო ტრანზაქციები, რამაც კითხვები გააჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა საქმეს არაფერი აქვს საერთო მის პოლიტიკურ გეგმებთან.

„ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომელმაც კითხვები გააჩინა. ამ საქმის დაკავშირება პოსტფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია. ოპოზიცია ამ ამბავს ხან მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას, ვფიქრობ, ეს არათანიმდევრულია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

თალაკვაძის თქმით დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქმის გონივრულ ვადებში ამოწურვა შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებში.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუხა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი გირაო 26 ივლისს შეეფარდათ.