ავღანეთში თავს დაესხნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისს

ამრულა სალეჰი (მარცხნივ) ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან (ცენტრში) ერთად

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ამრულა სალეჰის ქაბულის ოფისს. მიმდინარეობს შეტაკება თავდასხმელებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. დღეს საარჩევნო კამპანიის პირველი დღეა.