ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

31 ივლისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა: მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 24 ქულა იყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 % გამოეთიშა.

დანარჩენი საგნების შედეგები კვირის ბოლომდე, ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ხოლო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი.

გამოცდის შედეგის გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი დაუჯდება, თუმცა თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება.