ხაჯიმბა პუტინს შეხვდება

დღეს სოჭში გაიმართება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

ხაჯიმბას პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს.

ხაჯიმბას და პუტინის ბოლო შეხვედრა 2018 წლის ნოემბერში, სოჭში გაიმართა. ერთი წლით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ბიჭვინთაში შეხვდა.