ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალში გავიდა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალში მიმდინარე მასტერსზე მეორე შეხვედრა მოიგო და თექვსმეტ საუკეთესოს შორის აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. 27 წლის ქართველმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზეა, დღეს, დილაადრიან, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა - 2:6, 6:2, 6:3.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე გერმანიის სახელით მოთამაშე მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი ალეკსანდრ ზვერევი იქნება, რომელსაც ათიოდ დღის წინ ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინლში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრ ზვერევის შეხვედრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 20:00 საათზეა ჩანიშნული.