64 ადამიანი დაიღუპა ტანზანიაში საწვავით სავსე ტანკერის აფეთქების შედეგად

აფეთქების ადგილი ტანზანიაში

64 ადამიანი დაიღუპა ტანზანიაში 10 აგვისტოს სანავთობე ტანკერის გადაბრუნებისა და აფეთქების შედეგად მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მცხოვრებლები შეეცადნენ ტანკერიდან ბენზინის ამოღებას,

იუწყებიან, რომ დაშავებულია კიდევ 68 კაცი. შემთხვევა დედაქალაქ დარ-ეს-სალამიდან 200 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს დამწვარი სხეულები, მოტოციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა ნამსხვრევები

„მოროგორის რეგიონს არასოდეს განუცდია ამ მასშტაბის კატასტროფა“, - აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა სტივენ კებვემ.

მისი თქმით, აფეთქება მოჰყვა ერთ-ერთი პირის მცდელობას გადაბრუნებული სატვირთოს ძრავიდან ამოეღო აკუმულატორი

ქვეყნის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის გამო და მოუწოდა ტანზანიელებს, რათა მსგავს სიტუაციაში აღარ შეეცადონ საწვავის შეგროვებას.