უშბაზე უცხოელი ტურისტი დაშავდა

უშბა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სვანეთში, უშბაზე დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ატარებენ.

ოპერაციაში ვერტმფრენიც მონაწილეობს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული ტურისტი უკრაინის მოქალაქეა. მას ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანენ.