მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა ჰონგ-კონგის აეროპორტმა ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ფრენები გააუქმა. აეროპორტში მეოთხე დღეა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განაცხადეს, რომ აქციებმა მათი მუშაობა „სერიოზულად შეაფერხა“. 2018 წელს აეროპორტით 75 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.