ახალციხის ადმინისტრაციის შენობა იწვის 

ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი დაახლოებით 14:20 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი. გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი ადგილობრივი მედიასთან საუბარში აცხდებს, რომ ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა და ცეცხლწაკიდებული შენობა თანამშრომლებმა დატოვეს.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა წყლის დასხმა დაიწყონ. ადმინისტრაციულ შენობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენიმე ააიპ-ია განთავსებული.