გუგუტიანთკარში დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს დილით არ გამოჩენილან. ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი რაზმაძეების ოჯახი განაგრძობს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დაშლას და რკინის მასალის სოფელში გადატანის პროცესს.

საოკუპაციო ძალების მიერ რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებისთვის მიცემული სამდღიანი ვადა დღეს იწურება. რაზმაძეებს დაშლილი სახლიდან ბოლო ნარჩენები გააქვთ.

საოკუპაციო ღობეები დღეს, 17 აგვისტოს დილით ნახა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის წევრმა მერაბ მახარაშვილმა. მისი თქმით, ამ დღეებში დამონტაჟებული საოკუპაციო ღობის სიგრძე 30 მეტრია.