საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში დაბრუნდნენ

საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ე.წ. სასაზღვრო ღობე გუგუტიანთკარში

20 აგვისტოს, დილის 11 სააათისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან კვლავ გამოჩნდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ე.წ. საზღვარი გაჰყავთ.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები მეორედ 16 აგვისტოს შეჩერდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 19 აგვისტოს დაბრუნდნენ და კიდევ რამდენიმე მეტრზე დადგეს ძელები, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები და სოფლის სარწყავი არხი.