ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა კრიტიკოსებს ვიდეომიმართვით უპასუხა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა სოციალური ქსელით მიმართა იმ ხალხს, ვინც სეზონის უმთავრესი შეჯიბრების დაწყებამდე მას აკრიტიკებდა. 26 წლის ძიუდოისტმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც მწვრთნელთან - ამბაკო ავალიანთან ერთად შეახსენებს ყველას, რომ ბოლო პერიოდში მას ტურისტ სპორტსმენად მოიაზრებდნენ.

ლუხუმ ჩხვიმიანმა 2019 წლის სეზონში ყველა დიდი ჯილდო მოიპოვა. ორი თვის წინ გახდა ევროპული თამაშების და ევროპის ჩემპიონი. 25 აგვისტოს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეუფლა ოქროს მედალს.