ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდა

ლუკა მაისურაძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა და რეპეშაჟში გადაერთო. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველმა დილის პროგრამაში ხუთი შეხვედრა ჩაატარა. მოუგო სამოელ პენიამინა პერსივალს, თურქეთის ნაკრების წევრ ვედატ ალბაირაკს, მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარსა და ბელგიელ სემი ჩუჩის. ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი მაისურაძე ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები საქართველოს დროით 14:00 საათზე დაიწყება და რეპეშაჟის ნახევარფინალში ლუკა მაისურაძის მეტოქე უზბეკი შაროფუდინ ბოლტაბოევი იქნება.