უკრაინამ და რუსეთმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს

რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები

უკრაინამ და რუსეთმა 30 აგვისტოს ღამიდან დაიწყეს პატიმრების გაცვლა.

რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები უკვე კიევში არიან - ამის შესახებ ერთ-ერთი მეზღვაურის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების პროექტი Крым.Реалии.

2018 წლის ნოემბერში, რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ გემს და 24 მეზღვაური დააპატიმრეს. მათ ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

უკრაინაში ელოდებიან კიდევ რამდენიმე პატიმრის, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვის გათავისუფლებას.

მედიასაშუალებებმა 22 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლაზე პრინციპით 33 33-ზე.