საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები იტალიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე თამაში ჩაატარა. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 3 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს - იტალიის ნაკრებს და 0:1 წააგო.

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ, ჯგუფის აუტსაიდერია, რადგან პირველ ტურში, სტუმრად, ბოსნიასთან დამარცხდა დიდი ანგარიშით (1:7). ამავე ჯგუფშია დანიის ნაკრებიც, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები 8 ოქტომბერს, თბილისში დაუპირისპირდებიან.