„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულთა პარლამენტში შეშვება

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ პარლამენტის ხელმძღვანელები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ფრაქციის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ საბაბით, რომ სისტემამ გაჭედა, პარლამენტში არ უშვებენ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებულებს, რომლებსაც საშვები აქვთ. მათ შორის, მაკო გომურს, რომელმაც აქციის ძალით დაშლის დროს თვალი დაკარგა. მათ სურდათ დასწრება ფრაქციის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმყოფება.