გარდაიცვალა ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გახდა გულთან დაკავშირებული პრობლემები. .

ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. 2012-2016 წლებში მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ეკავა.

ნოდარ ხადური 49 წლის იყო.