დავით ზალკალიანი იწყებს პირველ ოფიციალურ ვიზიტს უზბეკეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იწყებს პირველ ოფიციალურ ვიზიტს უზბეკეთში. ვიზიტი 11-13 სექტემბერს გაიმართება.

დავით ზალკალიანი შეხვდება უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, აზიზ აბდუხაკიმოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულაზიზ კამილოვს და სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სოდიკ საფოევს.

საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.