ქუთაისის აეროპორტიდან ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისის აეროპორტი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.