ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ოკუპაციის შედეგებს ხურვალეთში გაეცნობიან

ხურვალეთი

თბილისიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაემგზავრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ხელმძღვანელობს.

სოფელი ხურვალეთი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართებით და ღობეებითაა გაყოფილი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გააცნობენ.

მედლინ მუნი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 11 სექტემბერს ჩამოვიდა. 12 სექტემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში.