საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის ვინაობა ცნობილია

18 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის 12 წევრი,

ესენი არიან:

  1. ლანა გალდავა, იურისტი;
  2. ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი;
  3. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი;
  4. კახა კოჟორიძე, იურისტი;
  5. მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
  6. გია გუგუშვილი, მხატვარი;
  7. საბა ბუაძე, იურისტი;
  8. გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი;
  9. ქეთი ენუქიძე, ფილოლოგი;
  10. ელენე მელიქიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი;
  11. გია მორდეკაშვილი, ბიზნესმენი;
  12. დავით გელაშვილი, ეკონომისტი.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ადამიანები იქნებიან საზოგადოებრივ მოძრაობაში. ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიაშიც გაერთიანდეს, რომელსაც მალე დააფუძნებენ.

"ლელო" შემდეგ 12 წევრს საზოგადოებას მომდევნო კვირაში გააცნობს.