თელავში ქალი მოკლეს

თელავში ცეცხლსასროლი იარაღით ქალი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ყოფილმა ქმარმა ესროლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი დაჭრილია.

შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს.