ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ვარკეთილში კორპუსის მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაიღუპა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).