ბაკურიანში ახალი შემოვლითი გზა გაიხსნა

საკურორტო დაბა ბაკურიანში დასრულდა სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ხელს უშლიდა ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ბეტონის საფარიან შემოვლით გზაზე მოეწყო წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები და საფეხმავლო ბილიკები.

6,3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა მუნიციპალური განვთარების ფონდმა.