პაკისტანში 19 კაცი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად

მიწისძვრით დაზიანებული გზა მირპურში

სულ მცირე, 19 კაცი დაიღუპა და 300 დაშავდა პაკისტანში მომხდარი 5,8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ბიძგებმა მოიცვა დედაქალაქი ისლამაბადი და პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქები.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის (USGS) თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი პაკისტანის მიერ კონტროლირებადი სადავო ქაშმირის რეგიონის ქალაქ მირპურის მახლობლად მდებარეობდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათებზე ჩანს სანახევროდ დანგრეული სახლები.

პაკისტანში მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, რომელშიც სამხედრო ავიაციაც მონაწილეობს.