ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა გემი, რომელზეც უკრაინელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ

ხომალდი Bourbon Rhode, რომელიც შტურმის დროს 26 სექტემბერს დაიკარგა ატლანტის ოკეანეში, ჩაიძირა. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა გემის მფლობელმა, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდა ეკიპაჟის სამი წევრის გადარჩენა, მათ შორის, ორი უკრაინელი მოქალაქისა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, გემზე იმყოფებოდა დაახლოებით 10 უკრაინელი. საფრანგეთის საგანგებო სამსახურები ახორციელებენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.