დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი

დაკავებულია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა დაკავების მიზეზსა და საფუძვლებს ვერ აკონკრეტებენ. პარტიაში მხოლოდ ის იციან, რომ ის გუშინ გვიან ღამით დააკავეს.

როგორც პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი უკვე სასამართლოში ჰყავთ გადაყვანილი. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გურამ ჩალაგაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.