თბილისში ავტომობილი მოიპარეს

გორგასლის ქუჩაზე მოპარული ავტომობილი სამართალდამცავებმა დაახლოებით 200-300 მეტრში მიტოვებული იპოვეს, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 117-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მანქანის ქურდობაში მონაწილე პირის გამოსავლენად.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა, ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი კუთვნილი ავტომობილი ადგილზე არ დახვდა.