გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დაშავებულია 4 ადამიანი.
შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.