საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მორიგი 12 წევრი წარადგინა.
ესენი არიან:
- ლევან ასლანიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში
- ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი
- კახა ჯუღელი - ინჟინერი
- ნინი შათირიშვილი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი
- თამაზ სეფიაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი
- ხათუნა ბერიშვილი-ლობჟანიძე - დიასახლისი
- ბექა ყულოშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი
- გიორგი მკრტიჩიანი - კომუნიკაციების სპეციალისტი
- დათო მესხი - ბუღალტერი
- დავით დარბაიძე - ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი
- ნატალია დევდარიანი - უცხო ენების სპეციალისტი
- თათია ჯიმშიტაშვილი - სამართალმცოდნე
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დაფუძნდა, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ყრილობა 12 დეკემბერს გაიმართება.