მსხვერპლი მოჰყვა თელავში გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას

თელავში აფეთქება მოხდა ავტომანქანების გაზგასამართ სადგურზე. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

უბედური შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.