ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ გაიარა ავტომანქანით თბილისის მერმა კახა კალაძემ საპროტესტო აქციასთან. კადრში ჩანს, კალაძის სამი თითის კომბინაცია.
„ეს [შუა თითის ჩვენება] ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით მიმართული“, - მოგვიანებით უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ და დაამატა, - „მე ჩემს მეგობართან, როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?".
მერიის პრესსამსახური on.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს: „კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა".