სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან დემონსტრაციის დაშლა დაიწყო

პოლიციის ულტიმატუმის შემდეგ სპეცრაზმმა დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა.

საპოლიციო დანაყოფები მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლს იყენებენ.

სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მომიტინგეებს დაეტოვებიათ გზის სავალი ნაწილი. მათ 30-წუთიანი ვადა მისცეს აქციის მონაწილეებს. გაფრთხილების შემდეგ მონიტინგეებმა ტროტუარებზე გადაინაცვლეს. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო.