ბიძინა ივანიშვილი "იმედზე" დღეს ნიკა ლალიაშვილის კითხვებს უპასუხებს

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ სტუმარი იქნება. „იმედი News“-ის თანახმად, იგი ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 22:00 საათზე დაიწყება.

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისა და „ქართული ოცნების“ პირობის შეუსრულებლობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდება.