ჰაერის ძლიერ დაბინძურების გამო თეირანში უნივერსიტეტებმა და სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს

ირანის დედაქალაქის სკოლებმა და უნივერსიტეტმა მუშაობა შეაჩერეს ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო. ამის თაობაზე ირანის მედია იტყობინება.

30 ნოემბრიდან სკოლების და უნივერისტეტების დახურვის შესახებ ცნობა გამოაცხადა გვიან 29 ნოემბერს თეირანის რეგიონის მმართველის მოადგილემ მოჰამად თაღიზადემ მას მერე, რაც შეხვედრა ჰქონდა ჰაერის დაბინძურების და საგანგებო კომიტეტთან.

სასწავლებლები, ისევე როგორც საბავშვო ბაღები, დახურული იქნება 1 დეკემბერსაც, განაცხადა თაღიზადემ.

ახალგაზრდებს და ასაკოვან ხალხს, ვისაც სასუნთქი გზებისპრობლემები აქვს, ასევე ურჩიეს შინ დარჩენა. 30 ნოემბერს გაუქმდა ყოველგვარი სპორტული ღონისძიება.

თეირანში ჰაერის დაბინძურების პრობლემებია ნოემბრის შუა რიცხვებიდან. სკოლები დაიხურა ირანის სხვა ქალაქებსა და პროვინციებშიც, ალბორზსა და ისპაჰანში, მაშადში, ორუმიესა და ყომში.