რუსეთის ავიამზიდ კრეისერ "ადმირალ კუზნეცოვზე" ერთი დღე-ღამის შემდეგ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა

რუსეთის ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“ ერთი დღე-ღამის შემდეგ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა. ამის შესახებ იტყობინება გაერთიანებული გემთსაშენი კორპორაციის ხელმძღვანელი ალექსეი რახმანოვი. გემზე კომისია მუშაობს კატასტროფის მიზეზების დასადგენად.

მურმანსკში სარემონტოდ მდგომ ხომალდზე გუშინ დილით შედუღებითი სამუშაოების დროს ენერგობლოკი აალდა. ხანძრის ფართობმა ექვსას კვადრატულ მეტრს მიაღწია. გემზე 400 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი დაიღუპა, 12 დაშავდა. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მძიმე ავიამზიდი კრეისერი „ადმირალი კუზნეცოვი“ რუსეთის სამხედრო ფლოტში არსებული ერთადერთი ავიამზიდია. გემის რემონტი 2022 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ახლა, სულ მცირე, ერთი წლით მეტხანს გასტანს, იტყობინება „ვედომოსტი“. ზარალის შეფასებას რამდენიმე თვე დასჭირდება.