„და ჩვენ ვიცეკვეთ“ და „შინდისი“ ოსკარების კონკურსის მიღმა დარჩა

მხატვრული ფილმები “და ჩვენ ვიცეკვეთ”და “შინდისი” ოსკარების 92-ე დაჯილდოების მოკლე სიაში ვერ მოხვდა. საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კატეგორიაში ოსკარისთვის 10 ფილმი იბრძოლებს. საუკეთესო საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში თავდაპირველად 91 მონაწილეობდა.

მოკლე სიაში შემდეგი ფილმები მოხვდა:

ჩეხეთი, “The Painted Bird”

ესტონეთი, “Truth and Justice”

საფრანგეთი, “Les Misérables”

უნგრეთი, “Those Who Remained”

ჩრდილოეთი მაკედონია, “Honeyland”

პოლონეთი, “Corpus Christi”

რუსეთი, “Beanpole”

სენეგალი, “Atlantics”

სამხრეთი კორეა, “Parasite”