ათობით ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად

აფეთქების ადგილი სომალიში

ბოლო ოფიციალური ცნობით 90 კაცამდე დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილზე, 29 დეკემბერს დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

მსგავსი სიმძლავრის აფეთქება სომალიში ბოლო წლებში არ მომხდარა. ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებული მძიმე დაჭრილების რაოდენობიდან გამომდინარე.

აფეთქების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ორი მიკროავტობუსი, რომლებსაც სკოლის ბავშვები გადაჰყავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პირველ ხანს არავის აუღია.

სომალიში ტერაქტებს ხშირად ახორციელებს ალ-ყაიდასთან აფილირებული ექსტრემისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი

ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი და დასპირისპირება 1991 წლიდან გრძელდება, უსაფრთხოების მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.