პუტინმა და ზელენსკიმ ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს და პატიმრების ახალ გაცვლაზე მოილაპარაკეს

რუსეთის და კრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს. ვლადიმირ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პატიმრების გაცვლა და მათი სიების შეთანხმება. საუბარი შეეხო ასევე ანექსირებულ ყირიმში დაკავებულ უკრაინელებს და ყირიმელებს, რომლებიც რუსეთის ციხეებში არიან დაკავებული.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ზელენსკის ოფისმა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე მიესალმნენ 30 დეკემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას რუსეთის გაზის უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესახებ.

კრემლის საიტის ცნობით, პუტინს ახალი წელი უკრაინის პრეზიდენტებისთვის არ მიულოცავს ბოლო ექვსი წელიწადია.