საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ეხმაურება. მინისტრი ამბობს, რომ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა გარანტირებული უნდა იყოს.
Concerned with escalation and violence in Iraq. We condemn recent attack on US Embassy in Baghdad. Security and protection of diplomatic missions must be ensured in line with Vienna Convention. @SecPompeo @StateDept
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 1, 2020
„შეშფოთებული ვართ ერაყში ესკალაციითა და ძალადობით. ვგმობთ ბოლოდროინდელ თავდასხმას ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენის კონვენციის შესაბამისად“, – წერს დავით ზალკალიანი.
აღდადში აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ მუშაობას წყვეტს საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც დიპლომატიური მისიის გარეთ იმართება 31 დეკემბრიდან. ერაყის უშიშროების ძალები საელჩოს ობიექტების გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ, არ მიუახლოვდნენ საელჩოს შენობას.
ბაღდადში აშშ-ის დიპლომატიურ მისიასთან გამოსვლების მიზეზი გახდა აშშ-ის სამხედროების მიერ პროირანული შიიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმები, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონის თანახმად, ეს საჰაერო იერიში პასუხია აშშ-ის სამხედრო ბაზებზე გამუდმებულ თავდასხმებზე.