პარლამენტთან ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა.

შსს-ს ცნობით, ლაშა ჩხარტიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტთან ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა ლაშა ჩხარტიშვილიც. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და, ასევე, იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.

აქტივისტები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე პლაკატებით დადგომას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები აიღეს. მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც.