მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით გურიაში ერთი ადამიანი დააკავეს

განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ერთი ადამიანი დააკვეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა გურიის სოფელ მელექედურის 79 წლის მცხოვრები საკუთარ სახლში გაგუდა, ეზოდან ავტომობილი მოიპარა, მოგვიანებით კი ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.