24 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, სავარაუდოდ, სპეცრაზმელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 24 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი არის დაკავებული. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმე პროკურატურას გადაეგზავნა.

დაკავებული, სავარაუდოდ, სპეცრაზმელია.

როგორც პროკურატურაში გვითხრეს, ამ თემაზე ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგვაწვდიან.

როგორც „მთავარი არხი" იტყობინება, ფაქტი მოხდა ორ იანვარს ვარკეთილის სასაფლაოზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანით დაზიანებები მიაყენეს ერთ პირს, შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს. ამავე ცნობით, ნაცემია მოკლულის ძმაც.

მოგვიანებით შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე პირი სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობას: 126-ე პირველი პრიმა მუხლის „გ“ ქვ.პუნქტი (ძალადობა, ჩადენილი: ორი ან მეტი პირის მიმართ), 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).