პრეზიდენტი საშობაო ღვთისმსახურებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე ნიქოზის ტაძარში დაესწრო

ნიქოზის ტაძარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საშობაო ღვთისმსახურებას ოკუპირებულ ცხინვალთან მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის ტაძარში დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ ჩაატარა.