ახალქალაქთან, ტყეში 23 წლის კაცი გაყინული იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ახალქალაქთან, ტყეში 23 წლის კაცი გაყინული იპოვეს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.