აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა „მივალ გურიაში მარა“ იმღერა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა გურიაში „კალანდა 2020“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილება.

ადგილობრივ ოჯახში სტუმრობისას ანსამბლ „რუსთავის“ერთი-ერთ დამფუძნებელთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად იმღერა სიმღერა „მივალ გურიაში მარა“.

ვიდეოს ფეისბუკში მომხმარებელი ავრცელებს.

ელისაბეთ რუდმა, გურიაში სტუმრობისას, „სულიკოც“იმღერა.

იგი გურიაში 13 იანვარს ჩავიდა, „კალანდობის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.