ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობასა და პარლამენტის წევრებს შორის კონტაქტი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 93% ამბობს, რომ მას მთელი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოდან არავინ დაკავშირებია.
გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ა ისეთი, ვინც აცხადებს, რომ მას პარლამენტიდან დაუკავშირდნენ.
NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.